17 ივნისი, 2025
როგორ ტარდება შოკური ტალღების თერაპია (ED1000) ერექციული დისფუნქციის მკურნალობაში?
მას შემდეგ, რაც პაციენტს დაუდგინდება ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) და მიიღება გადაწყვეტილება ESWT-ის თაობაზე, მკურნალობის სესიის რაოდენობა და ინტერვალები განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით.
რამდენი სესიაა საჭირო ED1000 თერაპიაში?
ჩვეულებრივ, თერაპია ტარდება 6 ან 12 სესიად. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სესიების რიცხვის 24-მდე გაზრდა. სესიები ტარდება კვირაში 2 ან 3-ჯერ, ან ყოველდღე. ყოველი 6 სესიის შემდეგ შესაძლოა 2-3 კვირიანი შესვენება ან უწყვეტი გეგმა.
სად ტარდება პენისზე შოკური ტალღების თერაპია (ESWT)?
რადგან პროცედურა არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და ანესთეზიას, ის მარტივად ტარდება ამბულატორიულ გარემოში.
როგორ ტარდება ESWT?
ED1000 თერაპიისას აპარატის ზონდი (თავი) სპეციალურად რჩება პენისის 5 ზონაზე გარკვეული დროით. ეს ზონებია: მარჯვენა და მარცხენა ფუძე, ძირი, შუა ნაწილი და ბოლო ნაწილი – სადაც მდებარეობს კორპუს კავერნოზუმი, რომელიც ერექციისას ივსება სისხლით.
თითოეული სესია გრძელდება დაახლოებით 20 წუთი და დასრულების შემდეგ პაციენტი დაუბრკოლებლად უბრუნდება ყოველდღიურ ცხოვრებას. ბევრს აშინებს სიტყვა “შოკური ტალღა”, თუმცა პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა.
აქვს თუ არა ED1000 (ESWT) თერაპიას გვერდითი მოვლენები?
ამ დრომდე არც ერთი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. პროცედურის დროს და შემდეგ პაციენტები არ განიცდიან ტკივილს, კანის დაზიანებას ან სხვა დისკომფორტს. ეს არის ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობა, რომელიც არ ზღუდავს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.